მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებით კიდევ ორი ახალგაზრდა დაიღუპა
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებით კიდევ ორი ახალგაზრდა დაიღუპა

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, – ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ „თეთრი ხმაური“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა საკუთარ სახლში„ მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში“.

მოძრაობის წევრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შემოსულია უცნობი ნივთიერებებით დაბინძურებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც ლეტალურად მთავრდება. „თეთრი ხმაური“ თითოეულ გარდაცვლილზე სრულ სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ “მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებ არის დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იყოს ბიო-ჰეროინი/ფენტალინი)“, – აღნიშნულია განცხადებაში.