მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაღარში ერთ-ერთი ციხე დაიკავა და პატიმრები გაათავისუფლა
მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაღარში ერთ-ერთი ციხე დაიკავა და პატიმრები გაათავისუფლა

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაღარში ერთ-ერთი ციხე დაიკავა და პატიმრები გაათავისუფლა, ქალაქზე კონტროლის მოსაპოვებლად კი ბრძოლა მიმდინარეობს.

გასული ერთი კვირის განმავლობაში, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ცხრა პროვინციის დედაქალაქზე მოიპოვა კონტროლი.

მომდევნო სტრატეგიულ სამიზნეებს კი, მაზარ-ი-შარიფი და დედაქალაქი ქაბული წარმოადგენს, რომელიც შეერთებული შტატების დაზვერვის პროგნოზით, უახლოეს ერთ თვეში თალიბანის იზოლაციაში აღმოჩნდება და შესაძლოა სამ თვეში დაეცეს.

პარალელურად, ჯერ უშედეგოდ მიმდინარეობს ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ხელისუფლებასა და თალიბანს შორის მოლაპარაკების პროცესი.