მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთში, ბაგრამის ოლქში წყალდიდობას გადარჩენილი ოთხი მოქალაქე მოკლეს
მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთში, ბაგრამის ოლქში წყალდიდობას გადარჩენილი ოთხი მოქალაქე მოკლეს

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთში, ბაგრამის ოლქში წყალდიდობას გადარჩენილი ოთხი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაცის სააგენტო „როიტერი“ ავღანეთის ბაგრამის ოლქის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავღანეთის ძალებსა და „თალიბანს“ შორის დაპირისპირება სამაშველო სამუშაობის შესრულებისას მოხდა.

„როიტერი“ წერს, რომ ავღანეთში მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ამჟამად პატიმრების გაცვლის საკითხის გამო შეჩერებულია.

„თალიბანის“ მებრძოლებმა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც წყალდიდობისას დაზიანებული ადგილებიდან გაქცევას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს“, – განაცხადა ბაგრამის ოლქის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, აბდულ შაქურმა.

შაქურის თქმით, არსებობს ვერსია, რომ „თალიბანის“ მებრძოლებს მშვიდობიანი მოქალაქეები ავღანელი ჯარისკაცები ეგონათ.

შეტაკებას ერთ ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 250-ზე მეტი მოქალაქე. განადგურებულია 1 500-მდე საცხოვრებელი სახლი