მოძრაობა „სოცაფეთქების“ წევრებმა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

14:11, 21.03.2021

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „სოცაფეთქების“ წარმომადგენლებმა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმება მოითხოვეს.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, „თავისუფლების ინსტიტუტი“ რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შეიტანს.

მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაციებით პრობლემები ექმნება როგორც ადამიანებს, ისე ბიზნესსექტორს.

მსგავსი