მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გააპროტესტეს [ვიდეო]
საკანონმდებლო ორგანოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტის მიერ გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტარებს „მონები“ უწოდეს. მათი თქმით, ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოს შენობა მეორე გასასვლელიდან დატოვა. მათ გიორგი გახარიას „მშიშარა“ უწოდეს.