მოძრაობა „სირცხვილიამ“ ვადამდელი პროპორციული არჩევნებისა და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართა
მოძრაობა „სირცხვილიამ“ ვადამდელი პროპორციული არჩევნებისა და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართა

მოძრაობა „სირცხვილიამ“ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებამ არჩევნების უფლება წაართვა.

ასევე, აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება.

„დღევანდელი ჩვენი აქციის მთავარი ლოზუნგი იყო მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ამ პათოსის გარშემო გავერთიანდით რუსთაველის გამზირზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც პარტიული ჯგუფები გაერთიანდნენ. აუცილებლად, ყველგან შევავიწროვებთ „ქართულ იცნებას“, რათა დაინიშნოს ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნები, რომ მიხეილ სააკაშვილი გადავარჩინოთ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა ნოდარ რუხაძემ.