მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას - „არ გაბედო ჩაგდება“ მართავს
მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას - „არ გაბედო ჩაგდება“ მართავს

„არ გაბედო ჩაგდება“ – პარლამენტის შენობასთან ამ სლოგანით მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო.

აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ ჩააგდებს, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აციებს გამართავენ.