მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ჩხოროწყუში, გოგა გულორდავას მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ჩხოროწყუში, გოგა გულორდავას მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა  ჩხოროწყუში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარ გოგა გულორდავას ბიუროსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

„შეცვალეს“ წევრებმა  საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ბიუროსთან სიმბოლურად ბენზინი და შვიდი კოლოფი სიგარეტი მიიტანეს, რომელიც, მათი განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზითაა შემოტანილი და თავისუფლად იყიდება.

აღნიშნულ პროცესს ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუბმერ იზორიამ მართული უწოდა.

იზორიამ აქციის მონაწილეების თანდასწრებით, მედიის საშუალებით შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, ყველა სავარაუდო კონტრაბანდის ფაქტი დაუყონებლივ გამოიძიონ.