მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შაქშაქეთის საგუშაგოსთან აქციას მართავენ

16:36, 20.10.2019

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შაქშაქეთის საგუშაგოსთან აქციას მართავენ.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სამართალდამცველებმა მოძრაობის წევრებს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან გადაადგილების საშუალება არ მისცეს, ამიტომ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ რკინის ღობეების მონტაჟი შაქშაქეთის საგუშაგოსთან გააპროტესტეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ, თუმცა ტერიტორიაზე პატრულირებენ. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების კორდონია.

მსგავსი