„მოძრაობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
„მოძრაობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

„მოძრაობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციის – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი გააპროტესტეს.

საკანონმდებლო ორგანომდე აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსველელობით მივიდნენ.

მათი განცხადებით, ისინი ასევე აპროტესტებენ კომენდანტის საათის დროს 24 იანვარს გამართული აქციის მონაწილეთა დაჯარიმებას და მათ სოლიდარობას უცხადებენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებლებმა აქვე კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ხვალ ქუთაისში გაემგზავრებიან, სადაც შეზღუდვების მოხნის მოთხოვნით აქციას გამართავენ.