მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს

14:53, 04.05.2019

სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ. მათი თქმით, პრეზიდენტი რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

ორგანიზაცია „რუსეთი ოკუპანტიას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტი მსგავს საუბარს განაგრძობს, საქართველო პარტნიორებს დაკარგავს.

მსგავსი