მოძრაობა „მე მიყვარს“ ბათუმის წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობას წყვეტს
მოძრაობა „მე მიყვარს“ ბათუმის წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობას წყვეტს

მოძრაობა „მე მიყვარს“ ბათუმის წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა, 15 დღის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის წინ შიმშილობას წყვეტს.

მილორავა მრჩეველთა საბჭოსგან დირექტორისთვის ინპიჩმენტის გამოცხადებას ითხოვდა.

მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრისგან, თამარ წილოსანისგან მოისმინა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ტელევიზიის წინ აქცია შეწყდება.

მილორავა თამარ წილოსანის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ იგი სამი დღეა, კონტაქტზე არ გამოდის.

ამასთან, მილორავა აცხადებს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.