მოძრაობა „ჰამასში“ ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ
მოძრაობა „ჰამასში“ ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ

მოძრაობა „ჰამასში“ ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო „ჰამასის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ცეცხლი დღეს, ღამის 02:00 საათიდან „ორმხრივად და ერთდროულად“ შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი.

როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელმა ამოწურა ყველა სამხედრო ამოცანა და „ჰამასს“ სერიოზული ზიანი მიადგა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღე გრძელდებოდა.