მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მცხეთის პოლიციის შენობა დატოვეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მცხეთის პოლიციის შენობა დატოვეს

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ოთხმა წარმომადგენელმა: მიშა ქუმსიშვილმა, ბექა ნათელაშვილმა, ირაკლი ქართველიშვილმა და ლევან ლელაშვილმა მცხეთის პოლიციის შენობა დატოვეს.

როგორც ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ განაცხადა, სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი დღესვე სასამართლოს წარედგინება.

ადვოკატის განმარტებით, სამართალდარღვევის საქმე 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.