ანრი ოხანაშვილთან და სოფო კილაძესთან „გაბედეს“ წევრების შეხვედრა ჩაიშალა
ანრი ოხანაშვილთან და სოფო კილაძესთან „გაბედეს“ წევრების შეხვედრა ჩაიშალა

მოძრაობა „გაბედესა“ და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა ჩაიშალა.

შეხვედრა პარლამენტში 16:00 საათზე იყო დაგეგმილი. შეხვედრის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში „გაბედეს“ წევრები მივიდნენ.

მათ განაცხადეს, რომ კითხვები ჰქონდათ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ახალგაზრდების დაკავებაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე, მაჩალიკაშვილის კარავის აღების საკითხზე და აღნიშნული კითხვების დასმა სწორედ ანრი ოხანაშვილისთვის და სოფო კილაძისთვის სურდათ.

„გაბედეს“ წევრების თქმით, დეპუტატების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართებოდა და მას მედია ვერ დაესწრებოდა.

„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. გვსურდა, ჩვენ კითხვებზე პასუხები საზოგადოებას მოესმინა, თუმცა, როგორც ვნახეთ, ტელევიზიებს კარი მოუხურეს“ ,- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

„გაბედეს“ წევრები პროტესტის ნიშნად შეხვედრაზე არ შევიდნენ და პარლამენტის შენობა დატოვეს.