მოდრიჩსა და მარსელოს კორონავირუსი დაუდასტურდათ #1TVSPORT
მოდრიჩსა და მარსელოს კორონავირუსი დაუდასტურდათ #1TVSPORT

„რეალის“ ფეხბურთელებს, ლუკა მოდრიჩსა და მარსელოს კორონავირუსი დაუდასტურდათ, – იუწყება მადრიდული კლუბის პრესსამსახური.

მოდრიჩი და მარსელო თვითიზოლაციაში არიან. ფეხბურთელები „სამეფო კლუბს“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან და გუნდთან ერთადაც ვერ ივარჯიშებენ.

უახლოეს მატჩს კი „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „კადისის“ წინააღმდეგ 19 დეკემბერს გამართავს.

მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მარსელომ კი წელს „სამეფო კლუბის“ მაისური ხუთჯერ მოირგო, მაგრამ გოლით ან შედეგიანი გადაცემით თავი არ გამოუჩენია.