მოდრიჩმა რვათვიანი პირობითი პატიმრობა მიიღო და 1.2 მილიონი ევროთი დაჯარიმდა
მოდრიჩმა რვათვიანი პირობითი პატიმრობა მიიღო და 1.2 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ესპანეთის სასამართლომ გადასახადების დამალვაში ცნო დამნაშავედ, – ირწმუნება „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo). 2013 წელს, ხორვატმა 290 ათასი ევრო დაუმალა ესპანეთის საგადასახადო სამსახურებს, 2014 წელს – 580 ათასი.

სასამართლომ ხორვატს რვაწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 350 ათასი ევროთი დააჯარიმა. ასე რომ, მოდრიჩს, საერთო ჯამში, 1.2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ის ერთხელ იყო ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.