მოდრიჩმა 2018 წელს სამი გოლი გაიტანა - „ოქროს ბურთის“ მფლობელებს შორის, უფრო ნაკლები ლევ იაშინს ჰქონდა
მოდრიჩმა 2018 წელს სამი გოლი გაიტანა - „ოქროს ბურთის“ მფლობელებს შორის, უფრო ნაკლები ლევ იაშინს ჰქონდა

„ოქროს ბურთის“ ახალმა მფლობელმა, ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს, ნაკრებისა და კლუბის შემადგენლობაში სამი გოლი გაიტანა.

როგორც სტატისტიკური სააგენტო Opta წერს, ყველა ფეხბურთელს შორის, რომლებსაც ეს პრიზი აქვთ მოგებული, ერთ კალენდარულ წელიწადში უფრო ნაკლები გოლი მხოლოდ საბჭოთა მეკარეს, ლევ იაშინს (0 გოლი 1963 წელს) გაუტანია.

მოდრიჩი პირველი ხორვატი გახდა, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. 2018 წელს, მან მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხორვატიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა.