მოდრიჩი სანაკრებო კარიერას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს #1TVSPORT
მოდრიჩი სანაკრებო კარიერას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი საერთაშორისო კარიერას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“.

ხორვატს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში 142 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მოდრიჩის ყველაზე დიდი მიღწევა ხორვატიის ნაკრებში არის მეორე ადგილი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სამი ტურის შემდეგ, ხორვატებს ექვსი ქულა აქვთ.