„რეალმა“ მოდრიჩთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

22:48, 06.06.2024

„რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – წერს იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

ცნობილი ხდება, რომ მხარეებმა ერთი წლით გააგრძელეს თანამშრომლობა – 2025 წლის ზაფხულამდე.

ლა ლიგის გასულ სეზონში ხორვატმა 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი