„რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – წერს იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
ცნობილი ხდება, რომ მხარეებმა ერთი წლით გააგრძელეს თანამშრომლობა – 2025 წლის ზაფხულამდე.
ლა ლიგის გასულ სეზონში ხორვატმა 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.