მოდრიჩი საგადასახადო პოლიციას მილიონს გადაუხდის
მოდრიჩი საგადასახადო პოლიციას მილიონს გადაუხდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ​საგადასახადო მაქინაციებთან დაკავშირებულ საქმეზე​გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, – წერს sport.es. კერძოდ, ხორვატი ფეხბურთელი მზად არის, ესპანეთის საგადასახადო სამსახურს ერთი მილიონი ევრო გადაუხადოს, რათა პატიმრობა აიცილოს თავიდან.

საგადასახადო პოლიცია ​მოდრიჩს ბრალს სდებს 2013-14 წლების პერიოდში გადასახადების დამალვაში – ფეხბურთელს 870 ათას ევროს ედავებიან. ჯარიმების გათვალისწინებით, თანხამ მილიონს მიაღწია. გარდა ამისა, მოდრიჩი ეჭვმიტანილია ოფშორული ანგარიშების მფლობელობაში.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ესპანეთში ბევრი ფეხბურთელი იყო ფიგურანტი საგადასახადო დარღვევების საქმეებში, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. ამ უკანასკნელს 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და 5 მილიონი ევრო გადაახდევინეს. რონალდუს საქმე ჯერ არ არის დახურული – პორტუგალიელს 14 მილიონი ევროს დამალვას ედავებიან.