მოდის სახლმა „შანელმა“ კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთში დაგეგმილი შოუ გააუქმა
მოდის სახლმა „შანელმა“ მაისში ჩინეთში დაგეგმილი შოუ კორონავირუსის საფრთხის გამო გააუქმა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კოლექციის ჩვენება პეკინში იგეგმებოდა. საუბარია იმ კოლექციაზე, რომლის ჩვენებაც ოთხ დეკემბერს პარიზში გაიმართა.
„ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია“, – ნათქვამია მოდის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.