მოდი რუსთაველზე და გახდი პირველი არხის გადაცემების მონაწილე [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას პირველი არხი ტრადიციულად სადღესასწაულო ეთერითა და განსხვავებული ფორმატით უერთდება.

გადაცემები რუსთაველის გამზირზე მოწყობილი პირველი არხის პავილიონიდან გავა ეთერში. სტუდიებში მოწვეული იქნებიან საინტერესო სტუმრები, პირდაპირ ეთერში გაშუქდება 26 მაისის ღონისძიებები.

მთელი დღის განმავლობაში,საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი პლატფორმის – ვების, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მოგიყვებით, როგორ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე.

პირველი არხი მაყურებელს უნიკალურ შანსს სთავაზობს. 

13:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე ყველა მსურველს შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს, ითამაშოს და მოიგოს წამახალისებელი პრიზები გადაცემებში: „წიგნების თარო“, „მარტივი ლოგიკა“, „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“.

ეს საზოგადოებრივია – ის, რაც გვაერთიანებს.