„მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ავტორიზაციის მოთხოვნით ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის შესაბამისს ორგანოებს დღეს მიმართავენ
„მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ავტორიზაციის მოთხოვნით ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის შესაბამისს ორგანოებს დღეს მიმართავენ

ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ავტორიზაციის მოთხოვნით ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და ევროპის შესაბამისს ორგანოებს დღეს მიმართავენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს ვაქცინა, რომელიც ძალიან ეფექტურია. ახლა გვაქვს მონაცემთა ბაზა ამის დასამტკიცებლად“, – განაცხადა კომპანიის წამყვანმა სამედიცინო ოფიცერმა, ექიმმა ტალ ზაქსმა.

ზაქსის თქმით, იმის ნახვა, რომ ვაქცინა 94 პროცენტით ეფექტურია მისთვის ემოციური იყო.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავს ტირილის უფლება მივეცი“, – აცხადებს ტალ ზაქსი.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „მოდერნას“ ცნობით, მის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა 94,5 პროცენტით ეფექტიანია.