„მოდერნას“ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება
„მოდერნას“ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

კომპანია „მოდერნას“ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა.

„ჩვენი ვაქცინა დაახლოებით იგივე ეღირება, რაც გრიპის აცრა, რომელიც 10-დან 50-მდე დოლარი ღირს“, – განაცხადა ბანსელმა.

მოდერნას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობით შეუკვეთავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ვაქცინის დოზებს.

მოდერნას“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია.