მოცურავე ნოე ფანცხავა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე შედეგით ფინალში გავიდა #1TVSPORT
მოცურავე ნოე ფანცხავა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე შედეგით ფინალში გავიდა #1TVSPORT

ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 48 ქვეყნის 2200-მდე სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლები.

ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 10 სახეობაში მედლების 120 კომპლექტი გათამაშდება.

საქართველო აქ 28 სპორტსმენით არის წარმოდგენილი და ქართველი ახალგაზრდები 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.

მოცურავე ნოე ფანცხავა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მე-3 შედეგით ფინალში გავიდა. 100 მეტრ გულაღმა სტილით ცურვის 1/2-ფინალში მან წარმატებით იასპარეზა.

ფინალური გაცურვა 26 ივლისს საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.