მოჭადრაკე გიორგი სიბაშვილი თურქეთის საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებულია
კონიაში, თურქეთის საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაზე ქართველი მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ და წარმატებული შედეგები დააფიქსირეს.
ჭაბუკთა დაფაზე 20-წლამდე მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონმა გიორგი სიბაშვილმა იასპარეზა. გიორგიმ 9-დან 9 პარტია მოიგო და ტურნირში ერთ-ერთი უმაღლესი რეიტინგ-პერფომანსიც დააფიქსირა.
I ვაჟთა დაფა:
მე-12 ადგილი – კოკა შანავა – 4,5 (8-დან)
მე- 13 – გიგა ყუფარაძე – 4 (9-დან)
მე-15 – თორნიკე სანიკიძე – 4 (9-დან)
II ვაჟთა დაფა:
მე-4 – დავით მაღალაშვილი – 6,5 (9)
ქალთა დაფა:
მე-4 – ნინო ხომერიკი – 6 (7)
მე-5 – ინგა ხურცილავა – 6(9).