საჭადრაკო კლუბი „ნონა“ პლეიოფში გავიდა
საჭადრაკო კლუბი „ნონა“ პლეიოფში გავიდა

საბერძნეთის პორტო კარასში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 23-ე საკლუბო ჩემპიონატზე, ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონა“-მ „ა“ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო და ცხრა მატჩ ქულით ეთპიროვნულად იმარჯვა.

დებულების თანახმად, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ნოკაუტ მატჩები დაიწყო და გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით სამ ქვეჯგუფად გადანაწილდნენ.

მეექვსე ტურში „ნონა“-მ რუსული კლუბის „შორი“-ს წინააღმდეგ ითამაშა და კვლავ გამარჯვება მოიპოვა. 3:1 ასეთია მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრების შედეგი.

ბოდნარუკ ანასტასია – ძაგნიძე ნანა 1/2:1/2. ბაციაშვილი ნინო – ოვოდ ევგენია 1/2:1/2.
ბელენკაია დინა – ჯავახიშვილი ლელა 0:1.
ხოტენაშვილი ბელა – სემიონოვა ელენა 1:0.