მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე შემცირების მოწოდებების საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება იარაღი მათთვის, ვინც უკვე მობილიზებულია

20:25, 28.11.2024

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე შემცირების მოწოდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება იარაღი მათთვის, ვინც უკვე მობილიზებულია.

უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი ტიხი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც მეტი აღჭურვილობა გვჭირდება, რათა შევაიარაღოთ ყველა, ვინც მობილიზებულია და მიგვაჩნია, რომ პირველი პრიორიტეტი არის სამხედრო დახმარების მალე გამოგზავნა“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მანამდე, „ესოშიეთიდ პრესმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ურჩევს, სამხედრო გაწვევის ასაკი 25-დან 18 წლამდე შეამციროს, რადგან უკრაინას ახლა მეტი ჯარისკაცი სჭირდება.

მსგავსი