„მოამბის“ გუნდს ჯილდო - „ბორჯომის გმირი 2018“ გადაეცა
„მოამბის“ გუნდს ჯილდო - „ბორჯომის გმირი 2018“ გადაეცა

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, „ბორჯომის გმირი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გასულ წელს ხეობაში, ტყეში ხანძრის დროს ადგილზე მომუშავე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს. მათ შორის, „მოამბის“ გუნდს „ბორჯომის გმირი 2018“-ს ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიამდე, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის – „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით – „ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი“ 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.

დატოვე კომენტარი