„მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირთან

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორისაა სასულიერო პირი. ის მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის.

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი პაპავაა. მისი ჩაწერა ექსკლუზიურად „მოამბემ“ შეძლო.

საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში მან გაიხსენა, თუ როგორ აღმოუჩინეს მას ახალი კორონავირუსი.