მნაცაკან საფარიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ხელმოწერის ზუსტი ვადები არ არსებობს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მისი ხელმოწერის ზუსტი ვადები არ არსებობს, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კონტაქტები გრძელდება. როგორც დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით მნაცაკან საფარიანმა აღნიშნა, ის ორი ქვეყნის დელიმიტაციის კომისიების ხელმძღვანელების დონეზე ხორციელდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა სიუნიუქში დელიმიტაციის პროცესი, საფარიანმა უპასუხა, რომ რაიმე განვითარების შემთხვევაში განცხადება აუცილებლად გავრცელდება.