MLS-ში სეზონის შემოკლებას ვარაუდობენ
MLS-ში სეზონის შემოკლებას ვარაუდობენ

„მეიჯორ ლიგ სოკერის” (MLS) ჩემპიონატი, შესაძლოა შემოკლებული ვარიანტით გაიმართოს. ლიგამ თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ სეზონის განახლება მაისში პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ჩვენ ვიმედოვნებთ მაისის შუაში მატჩების განახლებას, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რა რეკომენდაციებს გასცემენ ფედერალური და ადგილობრივი მთავრობები, – წერია MLS-ის განცხადებაში. – ჩვენ კვლავინდებურად გვინდა მატჩების მაქსიმალური რაოდენობით ჩატარება. დრო კიდევ არის, მაგრამ გვესმის, რომ რთული ამოცანაა“.

MLS-ის კალენდრის მიხედვით, რეგულარული ჩემპიონატის დასრულება 4 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ კლუბ „სან ხოსეში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების წევრები – გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.