ლოს ანჯელესში ბექჰემის ქანდაკება დამცავი ნიღბით შეიმოსა

13:16, 02.05.2020

„მეიჯორ სოკერ ლიგის“ კლუბმა „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ ორიგინალურად მოუწოდა გულშემატკივრებს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში დამცავი პირბადეები გამოიყენონ.

კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება – ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის საპატივცემულოდ აღმართული ქანდაკებისთვის გაეკეთებინათ დამცავი ნიღაბი, რომელიც კლუბის ემბლემის ფერებშია გადაწყვეტილი.

ბექჰემი ლოს ანჯელესში 2007-12 წლებში თამაშობდა და ორჯერ გახდა „მეიჯორ ლიგ სოკერ“-ის (MLS) ჩემპიონი.

მსგავსი