მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ავსტრიაში  დააკავეს
მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ავსტრიაში  დააკავეს

საქართველოში მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი ავსტრიაში დააკავეს – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, პოლიციაში აცხადებენ, რომ 43 წლის მამაკაცი სპეციალურ დანაყოფ „კობრას“ წევრებმა აიყვანეს.

დაკავებულის ვინაობას სამართალდამცველები არ ასახელებენ, თუმცა, მედია წერს, რომ საქმე 1999 წელს მომხდარ ფაქტს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, დაკავებულს ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. ის ამ დოკუმენტებით ცხოვრობდა ავსტრიაში.

მამაკაცი ლინცში აიყვანეს. იდენტიფიცირებისა და დაკითხვის შემდეგ, დაკავებულს სამშობლოში ექსტრადირებისთვის ამზადებენ.