მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია
მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 45 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„4 077 პაციენტიდან უმრავლესობა სტაციონარში მკურნალობს, ასევე იმყოფებიან ბინაზე და საკარანტინო სასტუმროებში. ამ 4 077 შემთხვევიდან 45 პაციენტი კრიტიკულია, მათგან 43 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, დილის მონაცემებით, 33 პაციენტი მკურნალობს, თუმცა საკმაოდ ბევრი დაემატება. პაციენტებიდან სამი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებშია მოთავსებული“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი