მხატვარ თამუნა მელიქიშვილის ღვინით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

19:27, 11.10.2018

ღვინის ბარ „ამბერში” ქართველი მხატვრის, თამუნა მელიქიშვილის ღვინით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა „საფერავი როგორც ფერი” გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის მიერ საფერავით შესრულებული 30-მდე ნახატია წარმოდგენილი.

დამთვალიერებელი  მხატვრის ზეთით შესრულებულ ნახატებსაც იხილავს.

გამოფენა ღვინის ბარში სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

მსგავსი