მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლას მკაცრად ზღუდავს 
მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლას მკაცრად ზღუდავს 

მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა შესვლას და გამოსვლას მკაცრად ზღუდავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოლნისში, პატრულ-ინსპექტორმა ვაჟა ჯანქაიძემ განუცხადა.

როგორც ვაჟა ჯანქაიძემ ​ განაცხადა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

„მარნეულსა და ბოლნისში 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა შესვლას და გამოსვლას მკაცრად ზღუდავს. ასევე მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ძალები ერთობლივად მუშაობენ“, – განაცხადა ვაჟა ჯანქაიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.