მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხის განხილვას ფოთის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

18:04, 28.12.2017

ფოთის საკრებულოში ხმაური მოჰყვა ქალაქის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხის განხილვას.

საუბარია 9 აპრილის ხეივანზე მდებარე 10 807 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე.

„მოვითხოვთ, პატივი სცენ თვითმმართველობას და საქმის კურსში ჩააყენონ საკრებულოს წევრები, თუ რას გეგმავენ. იქნებ ქალაქის შუაგულში თევზის ქარხანა აგვიშენონ“, – აცხადებს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხომერიკი.

„ეკონომიკის სამინისტრო ქალაქისა და სახელმწიფოს ინტერესებს თანაბრად დაიცავს, ხოლო კონკრეტულად რა უნდა აშენდეს, ჯერჯერობით უცნობია“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

სხდომაზე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვეს.

მსგავსი