მიწის მასის ჩამოსვლის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მეთექვსმეტე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

14:18, 07.09.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მეთექვსმეტე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა.

აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი