მიწის მასის ჩამოშლის გამო, ბაგებში სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა
მიწის მასის ჩამოშლის გამო, ბაგებში სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა

ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, მშენებლობა ხორციელდებოდა არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. მათივე ცნობით, შპს „მეტრა დეველოპმენტს“ წარდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, თიხნარი აღმოჩნდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.