წამყვანი იაპონური არხი NHK აგრძელებს გულშემატკივრის გამოკითხვას თუ რომელი მებრძოლი იქნება 2019 წლის სეზონში საუკეთესო.
გამოკითხვაში მონაწილეობას ქართველი ოძეკი – ტოჩინოშინიც იღებს. ლევან გორგაძისთვის ხმის მიცემა გულშემატკივარს დღეში ერთხელ, ყველა ინტერნეტ ბრაუზერიდან შეუძლია.
NHK ს გამოკითხვაში მონაწილეობა ძალიან მარტივია.
ვებგვერდზე არ არის საჭირო იდენტიფიკაცია. ფიქსირდება მხოლოდ IP მისამართი. ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი.
ტოჩინოშინისთვის ხმის მიცემა გულშემატკივარს 28 დეკემბრამდე შეუძლია.