მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ
მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მომიტინგეები შეიკრიბნენ.

ქალაქში ღონისძიების ჩატარების ადგილას, ტერეზიენვიზეზე აქტივისტები დილიდან იკრიბებოდნენ.

აქტივისტებს ირანის შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლევის პლაკატები, შაჰის პერიოდის დროშები და საპროტესტო აქციების დროს დაღუპულების ფოტოები ეჭირათ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მსოფლიომ ირანელი ხალხის დასახმარებლად მეტი უნდა გააკეთოს.

ცნობისთვის, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება ირანის შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევიც.