მიუნხენში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შენობაში ერთი გარდაცვლილი პირი იპოვეს
მიუნხენში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შენობაში ერთი გარდაცვლილი პირი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისმოდა აფეთქებების ხმა, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და პოლიციელები.
პოლიციამ გზები გადაკეტა და მოსახლეობას მოუწოდა, თავი აერიდებინათ გადაადგილებისგან. ამასთან, მათივე განცხადებით, რაიონში მდებარე სკოლები დახურულია.
როგორც მედია წერს, ინციდენტმა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო შეფერხებები გამოიწვია.
გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მშობლების სახლში ფეთქებადი მოწყობილობები მოათავსა, შემდეგ კი ხანძარი გააჩინა. როგორც გამოცემა იუწყება, პოლიციამ სახლში ერთი გარდაცვლილი და ერთი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირი აღმოაჩინა.