მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი კრისტოფ ჰეუსგენი – მიუნხენის კონფერენცია, გარკვეული გაგებით, ევროპული საშინელება იყო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, „გარკვეული გაგებით, ევროპული საშინელება იყო“, – ამის შესახებ ღონისძიების ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა განაცხადა. მისი თქმით, ამავე დროს კონფერენციამ „დიდი სიცხადეც მოიტანა“ – დასავლეთმა აჩვენა, რომ „ამერიკა ტრამპის ლიდერობის პირობებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობს“.
„ჩვენ ასევე შევამჩნიეთ, რომ რესპუბლიკელი სენატორებიც კი ძალიან ფრთხილად არიან საჯაროდ საუბრისას, რადგან ეშინიათ თავიანთი პრეზიდენტის“, – განაცხადა ჰეუსგენმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.
„ჩვენ გაცილებით მეტი ძალა უნდა გამოვავლინოთ. ევროპას არა მხოლოდ სურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, არამედ უნდა შეიმუშაოს საკუთარი უსაფრთხოების გეგმა უკრაინისთვის“, – აღნიშნა ჰეუსგენმა.