მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა

22:25, 14.02.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათ განიხილეს აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაძლიერებს გზები, რეგიონში საერთო ინტერესები და მზარდი ორმხრივი ვაჭრობა.

სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას სტაბილური და ერთიანი სირიის მხარდასაჭერად, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის, თურქეთისთვის ან რეგიონისთვის. მდივანმა აღნიშნა თურქეთის ლიდერობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ გლობალურ კოალიციაში, ერთობლივი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საერთო მიზანი.

მსგავსი