მიუნხენის „ბაიერნი“ ვინსენ კომპანის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა #1TVSPORT
ბელგიელი ვინსენ კომპანი ახლოსაა, ევროპული ფეხბურთის გრანდის, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გერმანული კლუბი ბელგიელ სპეციალისტს პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა, ახლა კი მოლაპარაკება „ბაიერნსა“ და „ბარნლის“ შორის მიმდინარეობს.
38 წლის კომპანიმ „ბარნლი“ 2022 წელს ჩაიბარა და პრემიერლიგის საგზური მოუტანა, თუმცა 2023/24 წლის სეზონში გუნდი ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან გავარდა.
„ბაიერნი“ ტომას ტუხელის შემცვლელს, უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად ეძებს, თუმცა ყველა პოტენციურმა კანდიდატმა მიუნხენელების შეთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა.