მიუნხენის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
მიუნხენის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

მიუნხენის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. ათობით ავიარეისის გაუქმების ან გადადების გამო, 700-ზე მეტ მგზავრს ღამის გატარება აეროპორტში მოუწია, მგზავრთა ნაწილს კი სასტუმროებში.

მომხდარი აეროპორტის მეორე ტერმინალის უსაფრთხოების ზონაში უცნობი ქალის უკანონო შეღწევას უკავშირდება.

დილით პოლიციამ მიუნხენის აეროპორტის მეორე ტერმინალიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელა. მოგვიანებით, აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრა. თუმცა, მეორე ტერმინალიდან რეისების შესრულება მხოლოდ შვიდი საათის შემდეგ დაიწყო. დაგვიანებით შესრულდა ავიაკომპანია „ლუფრთჰანზას“ 300 რეისი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, უცნობი ქალი აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში სავარაუდოდ, შემთხვევით მოხვდა. ის პოლიციამ დროებით დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა. ამასთან, გერმანელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ქალს თან აკრძალული სითხე აღმოაჩნდა.

მიუნხენის აეროპორტიდან დროულად გაფრენა 2 000-მა მგზავრმა ვერ მოახერხა.