მიტროპოლიტი შიო პატრიარქს მიმართავს - თქვენ გამოაბრწყინეთ ჩვენში ქრისტეს ნათელი
მიტროპოლიტი შიო პატრიარქს მიმართავს - თქვენ გამოაბრწყინეთ ჩვენში ქრისტეს ნათელი

თქვენ გამოაბრწყინეთ ჩვენში ქრისტეს ნათელი, – ასე მიმართა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში, მისი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე.

„​თქვენ ამბობთ ხშირად, რომ მზიან ღამეს ჰგავს თქვენი ცხოვრება და თქვენი მოღვაწეობა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს, რომ ნათელი ანათებს, ბრწყინავს ღამეში და ბნელი ვერ ეწევა და ვერ მოიცავს ამ სინათლეს. ალბათ, ჩვენ იმიტომ ვხარობთ, თქვენო უწმინდესობავ, მრავალი ითქვა თქვენს მიღწევებზე, დამსახურებებზე, საოცარ საქმეებზე, აღსრულებულ საქმეებზე, მაგრამ ეს არის მთავარი, რომ თქვენ გამოაბრწყინეთ ჩვენში ქრისტეს ნათელი. ბნელი ღამის წყვდიადის ძალებს ხორციელი წარმომადგენლებიც ჰყავთ, უხორცო წარმომადგენლებიც ჰყავთ, მაგრამ ვერ ეძივნენ ამ თქვენს ნათელს, რომელსაც დაატარებთ და როგორც ანათებთ ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. აი, ეს გვახარებს და ამის იმედი გვაქვს, რომ ეს გაგრძელდება. თქვენი თავი გვიმყოფოს ჩვენ დღეგრძელად, კარგად, დიდხანს. დიდი მადლობა, ქედს ვიხრით და ვხარობთ, თქვენთან ერთად რომ ვართ, ყოველი წუთი ჩვენთვის დღესასწაულია. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და გილოცავთ“, – მიმართა მიტროპოლიტმა შიომ პატრიარქს.